ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია მარიბორის უნივერსიტეტის (University of Maribor, სლოვენია) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი ზლატკო ნედელკო (Prof. Dr. Zlatko Nedelko).
სლოვენიელ პროფესორი მიიღო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე და ასისტენტ პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი.
30 ოქტომბერს პროფესორმა ზლატკო ნედელკომ თსუ-ის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ინდუსტრია 5.0-ისა და დიგიტალიზაციის გავლენა ორგანიზაციებსა და სამუშაო გარემოზე: ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური ასპექტები, პრაქტიკული გამოცდილება და დანერგვის გამოწვევები“.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ინდუსტრია 5.0-ისა და ზოგადად დიგიტალიზაციის გავლენა ორგანიზაციულ პროცესებსა და სამუშაო გარემოზე, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური ასპექტები, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკული გამოცდილება და ინდუსტრია 5.0-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები.